Ronaldo De Assis Moreira - 8 მარტში 2011 - მოგესალმებით
ოთხშაბათი, 07.12.2016, 21:19
მოგესალმები, სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ ეს საიტი
სულ პასუხი: 33
მთავარი » 2011 » მარტი » 8 » Ronaldo De Assis Moreira
22:10
Ronaldo De Assis Moreira

სრული სახელი - რონალდო დე ასის მორეირა
დაბ. თარიღი - 21 მარტი, 1980
დაბ. ადგილი - პორტუ ალეგრი, ბრაზილია
სიმაღლე - 182 სმ.
პოზიცია - შემტევი ნახევარმცველი
ეროვ. ნაკრები - 1999 - დღემდე 87 (3 გოლი)

ინფორმაცია კლუბის შესახებ: "მილანი" (ნომერი 80)

კარიერა:

გრემიო (1998-2001)
პსჟ (2001-2003)
ბარსელონა (2003-2008)
მილანი (2008-)

რონალდინიო დაიბადა 1980 წლის 21 მარტს, ბრაზილიის ქალაქ პორტუ ალეგრიში (Porto Alegre). მას ვიცნობთ როგორც რონალდინიოს (პატარა რონალდო) ან რონალდინიო გაუჩოს სახელით. იგი დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

სახელის მოხვეჭა მან 17 წლის ასაკიდან დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატზე ეგვიპტეში. პროფესიონალური კარიერა დაიწყო ბრაზილიის ერთ-ერთ კლუბ გრემიოში (Gremio), სადაც თამაშობდა 3 წლის განმავლობაში 1998 წლიდან 2001 წლამდე. ბრაზილიის ნაკრებში დებიუტი ქონდა 1999 წლის 26 იანვარს, ხოლო პირველი გოლი ბრაზილიის ნაკრების მაისურით გაიტანა ვენესუელას წინააღმდეგ, კოპა ამერიკაში გასამარჯვებლად. პირველი ჰეთ თრიკი შეასრულა საუდის არაბეთის წინააღმდეგ კონფედერაციის თასზე.

2001 წელს მან გააფორმა 5 წლიანი კონტრაქტი საფრანგეთის კლუბ პარი სენ ჟერმენთან (Paris Saint Germain), რის შედეგადაც გრემიომ 4.5 მილიონი $-ით გაზარდა ბიუჯეტი. ერთ-ერთ კონფერენციაზე პარიზელთა მენეჯერმა განაცხადა, რომ რონალდინიო უფრო გაიტაცა პარიზის ღამის ცხოვრებამ ვიდრე ფეხბურთმა.

2002 წელს რონალდინიო დაეხმარა ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო რონალდოსთან და რივალდოსთან ერთად. თავისი საუკეთესო გოლი ამ ჩემპიონატში მეოთხედ ფინალში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა, 35 მეტრის დისტანციიდან.

2003 წელს რონალდინიოს სურდა პსჟ-ს დატოვება, რადგან სურდა ევროპის პრესტიჟული ტიტულის მოგება. სწორედ ამ დროს მანჩესტერსა და ბრასელონას სურდათ მისი გადაბირება, საბოლოოდ ეს ესპანელებმა მოახერხეს და შეიძინეს ის 21 მილიონ ევროდ.

სამუელ ეტო'ოსთან (Samuel Eto'o), დეკოსთან (Deco), ჰენრიკ ლარსონთან (Henrik Larsson) და ლუდოვიკ ჟიულისთან (Ludovic Giuly) ერთად მან შესძლო, ბარსელონა მიეყვანა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გამარჯვებამდე. მან გაახარა ბარსელონას ფანები ახალი კონტრაქტით, რომლითაც მან ბარსელონაში დარჩენის დრო საგრძნობლად გაიხანგრძლივა.

2004 წლის 20 დეკემბერს იგი ფიფა-მ აღიარა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად. 2005 წლის ნოემბერში იგი აღიარეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად, გამოკითხვის შედეგად, რომელიც ფრანგულმა ჟურნალმა "France Football"-მა ჩაატარა. 2005-2006 წლების სეზონი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა როგორც ბარსელონისთვის, ასევე რონალდინიოსთვის. როგორც იცით, მათ შესძლეს ესპანეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება.

კატეგორია: ბარსელონა | ნანახია: 220 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ავტორიზაცია
ძებნა
ითამაშე
სტატისტიკა